Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხარკოვის რეგიონში რუსეთის არმიის თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა


უკრაინის არმიის ჯარისკაცები კუპიანსკის რაიონის რუსეთის ჯარისგან განთავისუფლების შემდეგ. 2022 წლის 14 სექტემბერი
უკრაინის არმიის ჯარისკაცები კუპიანსკის რაიონის რუსეთის ჯარისგან განთავისუფლების შემდეგ. 2022 წლის 14 სექტემბერი

რუსეთის არმიამ სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმები განახორციელა უკრაინის ხარკოვის რეგიონში.

4 დეკემბრის დარტყმების შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური, რომელიც იმოწმებს ადგილობრივი მილიციის პრესსამსახურს.

ხარკოვის ოლქის კუპიანსკის და ვოლჩანსკის რაიონებზე თავდასხმების შედეგად „დაიღუპა სოფელ გატიშჩეს 72 წლის მცხოვრები“, იტყობინებიან სამართალდამცავები.

ამავე ცნობით, კუპიანსკ-ევლოვოში რუსეთის არმიის იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ხოლო შევჩენკოსკის თემში დაინგრა ორი კერძო სახლი.

XS
SM
MD
LG