Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი უკრაინისთვის საგანგებო ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგია


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა 5 დეკემბერს უარყო ევროკავშირის წინადადება, შეიქმნას საგანგებო ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს, იტყობინება AP-ი.

ჰააგაში დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა, ქარიმ ხანმა განაცხადა, რომ მის სასამართლოს შესწევს უნარი, ეფექტიანად განიხილოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაული.

ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, გასულ კვირაში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნისთვის შეიქმნას სპეციალური სასამართლო, რომელსაც გაერო გაუმაგრებს ზურგს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გარშემო გამოძიება დაიწყო, მაგრამ არ შეუძლია სამართლებრივი დევნა, რადგან რუსეთს ხელი არ აქვს მოწერილი სასამართლოს შექმნის ხელშეკრულებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG