Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვის თქმით, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროპის დესტაბილიზაციისთვის


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი „ერთობ კონფრონტაციული ხასიათისაა“ რუსეთის მიმართ.

„სამწუხაროდ, [ამას] მოჰყვება საკმაოდ სეროზული და პერსპექტივაში ხანგრძლივი შედეგები ევროპის კონტინენტზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისთვის“, - თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

შეიარაღებული ძალების საკითხებში აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის კომიტეტები შეთანხმდნენ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც 847 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს და მასში შედის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული 800 მილიონი.

თავდაცვის ბიუჯეტის ეს პროექტი შესაძლოა, გახდეს ყველაზე დიდი შეერთებული შტატების ისტორიაში. მისი მოცულობა 110 მილიარდი დოლარით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს ექვსი მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპაში რუსეთის "შესაკავებლად", კიდევ ხუთი წლით ახანგრძლივებს მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვას და ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მიაღწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის "დიდი ოცეულიდან" რუსეთის გარიცხვას.

შეთანხმებულ დოკუმენტს ახლა კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა მისცენ ხმა, რის შემდეგაც მას ხელს მოაწერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

XS
SM
MD
LG