Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყო თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთმა დაიწყო თავდაცვითი პოზიციების გაფართოება უკრაინის საზღვრის გასწვრივ და ბელგოროდის ოლქის სიღრმეში, აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ ანგარიშში. სამშაბათს, 6 დეკემბერს ბელგოროდის გუბერნატორი იტყობინებოდა რეგიონში „თავდაცვის რაზმების“ შექმნის შესახებ.

ბელგოროდში სანგრების თხრის შესახებ ცნობები მინიმუმ 2022 წლის აპრილიდან ვრცელდება, მაგრამ კონსტრუქციები, რომლებიც ამჟამად გაჩნდა, სავარაუდოდ უფრო რთული სისტემებია და ისინი მექანიზებული თავდასხმის მოსაგერიებლად არის განკუთვნილი, ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ცნობაში.

„სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვითი კონსტრუქციების მშენებლობის გზით ცდილობს პატრიოტული გრძნობების გაღვივებას. ეს, როგორც ჩანს, მიუთითებს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გულწრფელ (მაგრამ მცდარ) რწმენაზე, რომ არსებობს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ძალების შეჭრის რეალური საფრთხე“, - იტყობინება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG