Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 17 დეკემბერს ხონის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების განცხადებით, ამოღებულია დანაშაულის იარაღი, დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG