Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მკვლელებო, თქვენ თვითონ დაბომბეთ", - პეტერბურგში ასეთი წარწერა გაჩნდა „მარიუპოლის გულზე"


პეტერბურგის ცენტრში აღმართული ინსტალაცია
პეტერბურგის ცენტრში აღმართული ინსტალაცია

ერთი კვირის წინ პეტერბურგის სასახლის მოედანზე დამონტაჟებულ გულის ფორმის ინსტალაციას წარწერით „მარიუპოლი“, 18 დეკემბერს უცნობებმა შავი ასოებით დააწერეს: „მკვლელებო, თქვენ თვითონ დაბომბეთ ის. იუდებო“.

ამის შემდეგ მუშებმა სასწრაფოდ დაიწყეს ინსტალაციის დაშლა. ვიდეო, რომელზეც ჩანს წარწერა და ასევე მუშები, რომლებიც „გულს“ შლიან, გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა "ფრთხილად, ახალი ამბებია". ხელისუფლებას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქი მარიუპოლი რუსეთის ჯარებმა 2022 წლის მაისში, თითქმის სამთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ აიღეს. ქალაქის შტურმის დროს განადგურდა საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა და სხვა ობიექტები. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია.

XS
SM
MD
LG