Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე - უკრაინის გენშტაბი


უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ორი საზენიტო-სარაკეტო მასალების საწყობი გაანადგურეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ორი საზენიტო-სარაკეტო მასალების საწყობი გაანადგურეს

18 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე განახორციელეს იერიში, რომლის დროსაც საბრძოლო მასალებით დატვირთული ორი შემადგენლობა გაანადგურეს, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

სამხედრო სარდლობის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ დღის განმავლობაში ექვსი დარტყმა განახორციელა რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში და სამი დარტყმა - რუსეთის არმიის საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებზე.


"ოკუპანტები ცდილობენ ლიმანის მიმართულებით დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. მტერი ცდილობს, აღადგინოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ზაპოროჟიეში ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, ხოლო ბახმუტსა და ავდიივკაში მისი ყურადღება შეტევის განხორციელებაზეა გადატანილი“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობაში.

XS
SM
MD
LG