Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო


თბილისის საკრებულოს სხდომა
თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება დეპუტატებს შორის დაიწყო მაშინ, როდესაც გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე კოლეგის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძის გამოსვლას აფასებდა.

"გიორგი იანტბელიძე იცი ვინ არის? ვისაც ესენი ზონდერს ეძახიან? იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული. ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება, არც ამ ხალხს არ ეკუთვნის. ეს არის ღირსეული ადამიანი", - თქვა კონსტანტინე ზარნაძემ, რა დროსაც მისკენ ირაკლი ეძგვერაძე წავიდა.

დაპირისპირება თბილისის საკრებულოში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00

ამის შემდეგ დეპუტატებს შორის დაიწყო გინება და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

თბილისის საკრებულოში დღეს, 28 დეკემბერს, თბილისის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენდნენ. დღესვე განიხილება ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG