Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში გაიმართება


უკრაინისა და ევროკავშირის სამიტი კიევში ჩატარდება. ეს ცნობილი გახდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე 2 იანვარს, საღამოს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან.

მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ სამიტის თარიღი - 3 თებერვალი, რომელიც ევროკავშირმა 22 დეკემბერს გამოაცხადა. ზელენსკი და ფონ დერ ლაიენი სამიტის მოსამზადებლად მუშაობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. სამიტზე განიხილება რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG