Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში მოკლული და დაჭრილია 260-მდე რუსი სამხედრო


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 18 საავიაციო და 7 სარაკეტო დარტყმა. ასევე, 85-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 8 და ლუგანსკის ოლქის 2 დასახლებულ პუნქტთან. სარდლობის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 2 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 რაიონი და საბრძოლო მასალების საწყობი.

უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, დადასტურებულია, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებზე 2 იანვარს განხორციელებული შეტევის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქში განადგურებულია საბრძოლო მასალების 2 საწყობი, დაახლოებით 10 ერთეული სამხედრო ტექნიკა და მოკლული და დაჭრილია 260-მდე რუსი სამხედრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ დანაკარგების შესახებ არაფერს იუწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG