Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო არ ასახავს შემთხვევის ადგილს
საილუსტრაციო ფოტო არ ასახავს შემთხვევის ადგილს

14 იანვარს, ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი განცხადებით, ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილი ქალი და კაცი ამოიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია ცოლ-ქმარი.

„მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

დამატებითი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ამ დროისათვის არ ვრცელდება.

რამდენიმე დღით ადრე, 7 იანვარს, ლოტკინის დასახლებაში ჩავარდა ლიფტი. ინცინდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG