Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში აღმოაჩინეს სავარაუდოდ რუსეთის მიერ უკრაინისთვის ნასროლი რაკეტის ნაწილები


მოლდოვაში აღმოჩენილი, სავარაუდოდ რუსეთის მიერ უკრაინისთვის ნასროლი რაკეტის ნაწილები, 14 იანვარი, 2023
მოლდოვაში აღმოჩენილი, სავარაუდოდ რუსეთის მიერ უკრაინისთვის ნასროლი რაკეტის ნაწილები, 14 იანვარი, 2023

მოლდოვის ოფიციალური პირების განცხადებით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა იპოვნა რაკეტის ნაწილები, რომლებიც, სავარაუდოდ, მომდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმიდან.

"გამოვხატავ აღშფოთებას მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ნაკლებობის, მისი საჰაერო სივრცის ისევ დარღვევის და რაკეტების ნაწილის ჩამოვარდნის გამო" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიტამ 14 იანვარს.

სასაზღვრო პოლიციის თანახმად, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა უკრაინის წინააღმდეგ ნასროლი რაკეტის ნაწილები მოლდავეთის ტერიტორიაზე აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG