Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები: ირანში საპროტესტო აქციების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 522 ადამიანი


საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო აქცია ირანში
საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო აქცია ირანში

სულ მცირე 522 ადამიანი დაიღუპა ირანში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე, წერს 15 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში აშშ-ში განთავსებული ადამიანის უფლებების აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტო (HRANA).

დაღუპულებს შორის 70 არასრულწლოვანი და უსაფრთხოების ძალების 68 წევრია, იუწყება სააგენტო. დააპატიმრეს 20,000-მდე ადამიანი, 110 პირს წაყენებული აქვს ბრალდება, რომელსაც, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მოჰყვეს. სიკვდილით უკვე დასაჯეს ოთხი პირი.

ირანში საპროტესტო აქციებს ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG