Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: პუტინმა და ერდოანმა უკრაინის საკითხი განიხილეს სატელეფონო საუბარში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 16 იანვარს ტელეფონით ილაპარაკეს და განიხილეს უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმართა შესაძლო გაცვლის საკითხი.

გავრცელებულ განცხადებაში კრემლი აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბარში ორმა ლიდერმა "კვლავ გაცვალა შეხედულებები უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე", მათ შორის გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივაზე და შავი ზღვით უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე.

უკრაინის წარმომადგენლებს არ მიუღიათ მონაწილეობა საუბარში.

ერდოანი მოსკოვთანაც და კიევთანაც თავის მეგობრულ კავშირებზე დაყრდნობით ცდილობს შუამავლად გამოვიდეს ომში, რომელიც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

XS
SM
MD
LG