თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს.
ამის შესახებ თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მელქოჩმა ანკარაში ომბუდსმენების შეხვედრის დასასრულს განაცხადა და აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი მიესალმება მის იდეას, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას ითვალისწინებს.
“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს დღეს ან ხვალ გამართავს ბატონ ზელენსკისთანაც, ბატონ პუტინთანაც. ამის შემდეგ საქმე ჩვენზეა - ერთად დავიწყებთ კოორდინაციას”, - თქვა მელქოჩმა.
ერდოანმა წინა დღეს განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას მათთვის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაშავდა.