იმისთვის, რომ თურქეთის პარლამენტმა თანხმობა გასცეს შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე, ამ ქვეყნებმა 130-მდე "ტერორისტის" ექსტრადიცია უნდა მოახდინონ თურქეთში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 16 იანვარს.
ჩრდილოეთ ევროპის ამ სახელმწიფოებმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი შარშან შეიტანეს, თუმცა ამას ესაჭიროება ალიანსის 30-ვე წევრის თანხმობა.
თურქეთს და უნგრეთს განაცხადები ჯერ არ დაუმტკიცებიათ.
თურქეთი განსაკუთრებით შვედეთისგან მოითხოვს უფრო მკაფიო პოზიციის დაკავებას იმ პირების მიმართ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს - ესენი არიან ძირითადად ქურთი მებრძოლები და პირები, რომლებსაც თურქეთი ადანაშაულებს 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში.