Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: „ახალ ტერიტორიულ რეალიებზე“ მოსკოვის მოსაზრებები მიუღებელი და მავნეა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნა, გაითვალისწინოს „ახალი ტერიტორიული რეალიები“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძვლად სწორედ ეს პირობები დაასახელა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან იანვრის დამდეგს გამართულ შეხვედრაზე.

ბლინკენის თქმით, ასეთი პოზიცია კონტრპროდუქტიულია.

„უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები, აღიაროს ახალი ტერიტორიული რეალიები, მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკებების პროცესის მოგვარების საშუალებას“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კლევერლი ვაშინგტონში ვიზიტით პირველად იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.

დიდი ბრიტანეთი და აშშ თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინაში ომის დასრულებისა და დიპლომატიაზე გადასვლის ყველაზე სწრაფი გზა არის ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციების გაძლიერება.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ მათი ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის უზრუნველყოფას ყველაფრით, რაც აუცილებელია რუსეთის აგრესიის წარმატებით მოგერიებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG