Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სამხედრო ქარხანას დრონით შეუტიეს - მედია


საილუსტრაციო ფოტო: თეირანი, 2020 წლის მარტი
საილუსტრაციო ფოტო: თეირანი, 2020 წლის მარტი

ირანის ქალაქ ისპაანში, სამხედრო ქარხანაში ხმამაღალი აფეთქება გამოიწვია დრონის „წარუმატებელმა“ შეტევამ, იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.

„ერთი [დრონი] საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, დანარჩენი ორი კი თავდაცვით ხაფანგში მოხვდნენ და აფეთქდნენ. საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, სახელოსნოს სახურავის მცირე დაზიანების გარდა“, - ნათქვამია ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

მანამდე ადგილობრივი სააგენტოები წერდნენ ძლიერი აფეთქების შესახებ ირანის აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ შაჰიდ-ანდიმში - მსხვილ ქარხანაში ხანძარზე.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია ირანის დასავლეთში, ქალაქ დიზფულში მდებარე საჰაერო ბაზაზე აფეთქების შესახებ, აფეთქებებსა და ხანძრებზე - ქალაქ ჰამადანსა (ქვეყნის დასავლეთით) და რაშტში (ჩრდილოეთი).

ივლისში ირანმა განაცხადა, რომ დააკავა ისრაელში მომუშავე ქურთი ბოევიკებისგან შემდგარი დივერსიული ჯგუფი, რომელიც აპირებდა ისპაანში „სენსიტიური“ თავდაცვის პუნქტის აფეთქებას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანის სამხედრო, ბირთვულ და სამრეწველო ობიექტებზე არაერთი აფეთქება და ხანძარი მოხდა.

2021 წელს თეირანმა დაადანაშაულა ისრაელი ირანის საკვანძო ობიექტის საბოტაჟში და პირობა დადო, რომ შურს იძიებდა.

ისრაელი დიდი ხანია იმუქრება ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებით, თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ვერ გადაარჩენს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG