Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში 35 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა


პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ხმა მისცა დარეგისტრირებული ამომრჩევლის 70%-მა - 35 111-მა ადამიანმა.

„საკმაოდ მაღალი აქტივობა შეინიშნება“, - განაცხადა ნანა შამათავამ, საარჩევნო კომისიის წევრმა.

მისივე თქმით, დარჩენილი ამომრჩევლის ნაწილი ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აძლევს ხმას, რის გამოსწორებასაც პარტია დღის განმავლობაში ეცდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ტარდება.

ენმ-ის თავმჯდომარეობაზე კენჭს იყრიან ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

შიდაპარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაცია 49 756 ადამიანმა გაიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG