Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კვლავ დაბომბა ხერსონი. ადმინისტრაცია დაღუპულების და დაჭრილების შესახებ იუწყება


დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობა ხერსონში. 25 იანვარი, 2023 წელი
დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობა ხერსონში. 25 იანვარი, 2023 წელი

კვირას რუსეთის ჯარებმა კვლავ განაახლეს დაბომბვა, ამჯერად მათი სამიზნე გახდა ქალაქი ხერსონი.

"მტერი ბომბავს ქალაქის საცხოვრებელ კვარტლებს. ამ დროისთვის ჩვენ ვიცით მრავალი დაჭრილისა და გარდაცვლილის შესახებ", - ნათქვამია სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციის 29 იანვრის შეტყობინებაში.

კვირას, 29 იანვარს, ხერსონის ადგილობრივი ტელეგრამის არხებით არაერთხელ გავრცელდა განცხადებები ქალაქ ხერსონში აფეთქებების შესახებ. მათ შორის მტერი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებს იყენებს.

უკრაინელმა სამხედროებმა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაიკავეს ქალაქ ხერსონის მარჯვენა სანაპირო ნაწილი. რეგიონული ცენტრი 11 ნოემბერს გათავისუფლდა. ამის შემდეგ რუსულმა ჯარებმა დაუყოვნებლად დაიწყეს ხერსონისა და უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი სხვა რეგიონის ტერიტორიების დაბომბვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG