Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

2023 წლის 1 თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება. ამ დრომდე ეს მომსახურება უფასო იყო და ტექნიკური ინსპექტირების კომპანიები ვალდებული იყვნენ, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე შეემოწმებინათ სატრანსპორტო საშუალებები, ისევ ჰქონდათ თუ არა ხარვეზი.

ფასის დაწესების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების საფასური 60 ან 100 ლარამდეა, განმეორებითი მომსახურების ღირებულება კი - 20 ან 30 ლარი.

ელექტრომობილების პირველადი ინსპექტირების ფასი 48 ლარი იქნება, განმეორებით კი - 15 ლარი.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით", მძღოლი, რომლის მანქანასაც ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს, 50 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG