Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი საერთაშორისო სასამართლოს სთხოვს, დაავალოს სომხეთს, დაეხმაროს განაღმვის სამუშაოებში


აზერბაიჯანელი გამნაღმველები კალბაჯარში შესვლამდე. 25 ნოემბერი, 2020 წელი
აზერბაიჯანელი გამნაღმველები კალბაჯარში შესვლამდე. 25 ნოემბერი, 2020 წელი

აზერბაიჯანმა საერთაშორისო სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაავალდებულოს სომხეთი, რომ დაეხმაროს მას იმ ტერიტორიების განაღმვაში, რომლებსაც მანამდე აკონტროლებდა და შეწყვიტოს ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსება, რაც ხელს უშლის აზერბაიჯანის მოქალაქეებს, დაუბრუნდნენ თავიანთ ყოფილ სახლებს.

აზერბაიჯანმა სასამართლოს სთხოვა, გამოიტანოს საგანგებო დადგენილება, რომლითაც სომხეთი ვალდებული იქნება, მიუთითოს მოწყობილობების ადგილმდებარეობა, რათა მოხერხდეს ამ არეალების უსაფრთხო განაღმვა და შეწყვიტოს ასევე ახალი ნაღმების განთავსება.

Reuters-ის თანახმად, სომხეთის წარმომადგენელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ტრიბუნალი,“ უარყო, რომ მისმა ქვეყანამ ნაღმები განათავსა თავისი სუვერენული ტერიტორიების გარეთ, "რომ აღარაფერი ვთქვათ სამოქალაქო არეალებზე."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG