Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთი დიდი დანაკარგით ისევ უტევს ბახმუტსა და ლიმანს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები დონეცკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები დონეცკის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა და 65-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის სუმის, ხარკოვის, ნიკოლაევის და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევას ლიმანის და ბახმუტის მიმართულებებით, სადაც დიდი დანაკარგი აქვს და წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკზე.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის რვა დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 13 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG