Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვმა თავისი 26 წლის ნათესავი მინისტრად დანიშნა


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რეგიონის ქონებრივი და მიწათსარგებლობის საკითხების მინისტრად თავისი 26 წლის ნათესავი, ჰამზათ კადიროვი დანიშნა. მანამდე ამ პოსტზე ასევე კადიროვის ნათესავი დედის მხრიდან, ტურპალ-ალი იბრაგიმოვი მუშაობდა.

„კავკაზ. რეალიის“ ცნობით, ჰამზათ კადიროვი 2021 წლიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფიზკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე შემდგომ იგი სწორედ ტურპალ-ალი იბრაგიმოვმა შეცვალა, თავად ჰამზათ კადიროვი კი სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საწარმო „ჩეჩენცემენტს“, გასული წლის შემოდგომიდან კი იგი პარალელურად ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სამდივნოს უფროსის თანამდებობას ითავსებდა.

  • ჩეჩნეთში რეგიონის ხელმძღვანელობაში მაღალ თანამდებობებზე რესპუბლიკის მეთაურის ათობით ნათესავი მუშაობს. თითქმის მთელი მართვის სისტემა მიბმულია პირადად რამზან კადიროვთან და მის ახლო გარემოცვასთან, მაგრამ თავად კადიროვი ვერ ხედავს ინტერესთა კონფლიქტს თავისი ოჯახის წევრების კარიერულ კიბეზე დაწინაურებაში. საჯარო სამსახურში თანამდებობებს უკვე იკავებენ რამზან კადიროვის შვილები, დები, სიძეები, ძმისშვილები და სხვა ნათესავები.
  • თავად ჩეჩნეთის მეთაურს შეუძლია მიიღოს "ხალხის მამის" წოდება. რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები ადგილობრივ კანონმდებლებს უკვე შესთავაზეს პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა და 20-მდე დეპუტატმა.
XS
SM
MD
LG