Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 3300-ს გადააჭარბა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


მიწისძვრით დანგრეული სახლები თურქეთის ქალაქ ადანაში
მიწისძვრით დანგრეული სახლები თურქეთის ქალაქ ადანაში

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 3 381-ს მიაღწია დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაშავდა 20 424 ადამიანი. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 7 840. დროებით თავშესაფრებშია განთავსებული 338 000 მოქალაქე. თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქეც.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე 10 პროვინციაში, მათ შორის ქალაქებში გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეულია 5 700-ზე მეტი შენობა.

თურქეთის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონამ მოიცვა დაახლოებით 110 000 კმ² ფართობი და 13,5 მილიონ მოქალაქეს შეეხო.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG