Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში, საქართველოს საელჩოში, შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩომ ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები თურქეთის შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ მიაწოდა. თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა.

„საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით“, - აცხადებს საგარეო უწყება.

თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ 5000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, ათასობით კი დაშავდა. დანგრეულია ქალაქები. მოშლილია ინფრასტრუქტურა.

ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრამ საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG