Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საელჩო თბილისში ნივთების შეგროვებას გეგმავს


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით, შეგროვდება საჭირო ნივთები და თურქეთში მათი ტრანსპორტირება მოხდება.

საელჩო საჭირო ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული".

  • ქურთუკი-პალტო
  • საწვიმარი
  • ჯემპრი
  • ხელთათმანი
  • შარფი - კაშნე
  • ბერეტი
  • წინდა
  • საბანი
  • საძილე ტომარა
  • საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
  • ბავშვთა კვება
  • ბავშვის საფენები
  • დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
  • ქალის ჰიგიენური პაკეტები.

თურქეთის საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს, დღის ბოლომდე.

1. თურქეთის საელჩო

ი. ჭავჭავაძის გამზირი N35, თბილისი

Embassy.tbilisi@mfa.gov.tr

ბელიზ თურფჩუ: 511 130 198

ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560

2. GÜRTİAD თავისუფლების მოედანი N4, თბილისი

gurtiad@gurtiad.ge

მერთ იუმუშაქერი: 577 562 000

3. MÜSİAD

ი. ჭავჭავაძის გამზირი N37, თბილისი

Musiadtbilisi@hotmail.com

ხათუნა: 557 505 946

4. შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი

ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი

ისა ალთუნი: 577 562 007.

თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ 5000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, ათასობით კი დაშავდა. დანგრეულია ქალაქები. მოშლილია ინფრასტრუქტურა.

ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრამ საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG