Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

35 ქვეყანა რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობის წინააღმდეგი იქნება


ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ 35 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია მოითხოვს, რომ არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე.

ლიეტუველი მინისტრის, იურგიტა შიუგჯინენეს თქმით, ასეთი გადაწყვეტილება 35 ქვეყნის სპორტის მინისტრების მიიღეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კოალიციაში ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა ასევე შედიან გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ავსტრალია.

იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) დასაშვებად მიიჩნია ოლიმპიადაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა, თუ მათ საჯაროდ არ დაუჭერიათ მხარი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. კომიტეტი ამტკიცებს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა ჩამოერთვას შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ პასპორტის გამო. IOC-ის წინადადების თანახმად, დაშვების შემთხვევაში, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.

XS
SM
MD
LG