Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცს იმედი აქვს, რომ  Leopard-2-ის ტანკები მალე უკრაინაში გაიგზავნება


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი
ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმედს გამოთქვამს, რომ Leopard 2-ის ტიპის 80 ტანკი მარტის ბოლომდე მზად იქნება უკრაინაში გასაგზავნად.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, დარწმუნებულია თუ არა ამაში, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება“.

თუმცა გერმანიის კანცლერმა ისიც შენიშნა, რომ ამის განხორციელება „ადვილი არ იქნება“. მისივე თქმით, „ბერლინი ამ საკითხის წინ წაწევას ცდილობს, მოკავშირეებთან ერთად“.

იანვრის ბოლოს გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Leopard-2 საბრძოლო ტანკები მიეწოდებინა.

მოგვიანებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას პირობა დადო, რომ პირველი Leopard-2 უკრაინაში მარტის ბოლოს იქნებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG