Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბაკურიანი მუდმივად მზად უნდა იყოს მაღალი დონის ჩემპიონატებისთვის“


ირალი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 11 თებერვალი, ბაკურიანი.
ირალი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 11 თებერვალი, ბაკურიანი.

ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა და ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში ყოფნისას, სადაც მან ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც 18 თებერვალს გაიხსნება და 5 მარტამდე გაგრძელდება. მასში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაწყებულია მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად.

ვგეგმავთ მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. და ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG