Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: სტოლტენბერგი გენერალური მდივნის თანამდებობას ოქტომბერში დატოვებს


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, 25 ნოემბერი, 2022 წელი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, 25 ნოემბერი, 2022 წელი

იენს სტოლტენბერგი, ნატოს ხელმძღვანელი მრავალი წლის განმავლობაში, არ აპირებს თავისი მანდატის გახანგრძლივებას მეოთხე ვადით და მოელის, რომ მას ოქტომბერში სხვა შეცვლის, განაცხადა სამხედრო ალიანსმა 12 თებერვალს, იტყობინება AFP-ი.

"გენერალური მდივნის ვადა ამ წლის ოქტომბერში სრულდება და ის არ აპირებს თავისი მანდატის კიდევ ერთი ვადით გაგრძელებას", განაცხადა ალიანსის პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ.

63 წლის სტოლტენბერგმა, ნორვეგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თანამდებობა ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში 2014 წლის 1 ოქტომბერს დაიკავა და დასავლურ სამხედრო ალიანსს რამდენიმე საერთაშორისო კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG