Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს ფორმულით 101-101 -ზე


უკრაინამ და რუსეთმა ხუთშაბათს სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს, რის შედეგადაც 101 რუსი და 101 უკრაინელი დაუბრუნდა თავიანთ სახლებს. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო და ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

ერმაკის თქმით, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 100 სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი დაბრუნდა – ენერგოდარის მერის მოადგილე ივან სამოიდიუკი, რომელიც რუსმა სამხედროებმა გასული წლის მარტში გაიტაცეს. გათავისუფლებულთა შორის არის მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველი 94 ჯარისკაცი., - წერს ერმაკი, რომელმაც თავსი ტელეგრამში გათავისუფლებული უკრიანელების ვიდეოც გამოაქვეყნა.

გათავისუფლებული რუსი პატიმრებs, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით,რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით გადაიყვანენ მოსკოვში

დღემდე რუსეთმა და უკრაინამ რამდენჯერმე, ბოლოს 8 იანვარს გაცვალეს სამხედრო ტყვეები.

სამხედრო ტყვეების საკითხებზე მომუშავე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის თანახმად, 2022 წელს რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს 1596 სამხედრო და სამოქალაქო უკრაინელი, მათ შორის 187 ქალი.

XS
SM
MD
LG