Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ნაპოვნი ჩვილი კლინიკაშია მოთავსებული


ფოტო არქივიდან: ბათუმის ხედი
ფოტო არქივიდან: ბათუმის ხედი

ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარი მეჩეთის კართან ორი დღის წინ კალათში ჩასმული ჩვილი იპოვეს.

ჩვილის სპეციალურ ჩანთაში იდო ტანსაცმლი და სხვა ნივთებიც. ადგილზე გამოძახების საფუძველზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვი ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც გულისხმობს "სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად".

XS
SM
MD
LG