Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერი ჩამოინგრა


ჩამონგრეული ჭერის ფოტოები ფეისბუკზე ინსტიტუტის თანამშრომელმა, დიანა ამფიმიადმა გაავრცელა
ჩამონგრეული ჭერის ფოტოები ფეისბუკზე ინსტიტუტის თანამშრომელმა, დიანა ამფიმიადმა გაავრცელა

ენათმეცნიერების ინსტიტუტის ავარიულ შენობაში, რომელიც თბილისში, ინგოროყვას N8-ში მდებარეობს, ჭერი ჩამოინგრა - ფოტოებს ფეისბუკში ინსტიტუტის თანამშრომელი, დიანა ამფიმიადი ავრცელებს.

"ავარიული შენობაა დიდი ხანია, მეოთხე კატეგორიის ავარიული. იცის ეს ყველა ინსტანციამ და გვპირდებიან მდგომარეობის გამოსწორებას, ანუ ახალ შენობას, ამის გარემონტებას და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით ხედავთ, რომ ისევ აქ ვართ და სამწუხაროდ ინგრევა შენობა. აქ ჩემი სამუშაო კაბინეტია და შემთხვევით იმ დროს რომ ვინმე ყოფილიყო შენობაში, შესაძლებელი იყო ძალიან ცუდი შედეგები მოყოლოდა ამ ყველაფერს.

სახელმწიფო ენას ქვეყანაში ემსახურება ეს ერთადერთი ინსტიტუტი, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სახელმწიფო ენის შემსწავლელ ინსტიტუტს ჰქონდეს ის პირობები, რაც ეკადრება ჩვენს ენას" - უთხრა ინსტიტუტის შენობაში მისულ ჟურნალისტებს ენათმეცნიერმა გიორგი გოგოლაშვილმა.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობის პრობლემა წლებია არსებობს - ნაპრალები გარედანაც ცხადაც ჩანს.

ენათმეცნიერების ინსტიტუტი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მოპირდაპირე მხარეს დგას
ენათმეცნიერების ინსტიტუტი მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მოპირდაპირე მხარეს დგას

2020 წელს ქონების მართვის სააგენტო ამ შენობის საპრივატიზაციოდ გატანას გეგმავდა, თუმცა მანამდე ალტერნატიული ფართი უნდა მოეძებნა კვლევითი ინსტიტუტისთვის - დღეს რადიო თავისუფლებას სააგენტოში უთხრეს, რომ ამ შენობის საპრივატიზაციოდ მომზადება აღარ განიხილება და არც ალტერნატიული შენობა უპოვიათ ამ დრომდე მეცნიერებისთვის.

„ცისფერი მთები“ - ენათმეცნიერების ინსტიტუტი ინგრევა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:21 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG