Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ხელისუფლება ესაუბრა ილონ მასკს უკრაინაში Starlink-ის გამოყენების შესახებ


ილონ მასკი, SpaceX-ის დამფუძნებელი
ილონ მასკი, SpaceX-ის დამფუძნებელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობამ მოლაპარაკება გამართა ბიზნესმენ ილონ მასკთან უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ სისტემის გამოყენების შესახებ, - წერს Reuters.

NBC News-თან ინტერვიუში კითხვაზე, სთხოვა თუ არა შეერთებულმა შტატებმა SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, არ შეეზღუდა უკრაინელი სამხედროებისათვის Starlink-ის შესაძლებლობების გამოყენება, ბლინკენმა უპასუხა: „არ შემიძლია გაგიზიაროთ არცერთი საუბრის შინაარსი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი“.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია SpaceX აპირებდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სისტემის სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენების შესაძლებლობის ჩამორთმევას.

"ჩვენ ვიცით, რომ [უკრაინის] სამხედროები იყენებენ მათ [Starlink ტერმინალებს] კომუნიკაციისთვის და ეს კარგია. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ მათ გამოიყენონ ისინი შეტევითი მიზნებისთვის", - თქვა კომპანიის პრეზიდენტმა გვინ შოთველმა.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან ინტერვიუში, შოთველმა მოიშველია ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები იყენებენ Starlink სერვისს დრონების სამართავად და, შესაბამისად, მტრის პოზიციების აღმოსაჩენად და სამიზნეების შესარჩევად.

2022 წლის დეკემბერში უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განუცხადა Bloomberg-ს, რომ მასკი დათანხმდა უკრაინას Starlink სატელიტური ინტერნეტისთვის კიდევ რამდენიმე ათასი ტერმინალის მიწოდებაზე. სააგენტომ აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინამ დაახლოებით 22 000 ტერმინალი მიიღო.

ელონ მასკი აშშ-ის ხელისუფლებისგან ითხოვდა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს კიევის დახმარებას, მიუხედავად ფინანსური მდგომარეობისა.

XS
SM
MD
LG