Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანიამ მოსკოვში განიხილა „უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები“


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს. ბჟანიას პრესსამსახურის მიერ 19 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, განხილული იყო „უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ბჟანიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთანაც. ვისთან, დაკონკრეტებული არ არის.

  • ასლან ბჟანია მოსკოვში „სამუშაო ვიზიტით“ 14 თებერვალს გაემგზავრა.
  • 16 თებერვალს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მედიას უთხრა, რომ პრეზიდენტ პუტინის გრაფიკში არ არის ბჟანიასთან შეხვედრა.
  • 19 თებერვალს, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო ზოგიერთი მედიასაშუალებით და სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ მოსკოვში ბჟანიას ვიზიტისას განიხილება რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის საკითხი.
  • რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა 2008 წლის 26 აგვისტოს.
XS
SM
MD
LG