Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონში რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს მინიმუმ ექვსი ადამიანი ემსხვერპლა


ხერსონი რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. 2023 წ. 21 თებერვალი.
ხერსონი რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. 2023 წ. 21 თებერვალი.

რუსეთის ჯარების მიერ უკრაინაში ხერსონის ოლქის საოლქო ცენტრის დაბომბვისას დაიღუპა მინიმუმ ექვსი ადამიანი და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ იტყობინება რეგიონული ტელეარხი „სუსპილნე“.

ხერსონის ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ დადასტურებულია მინიმუმ ხუთი ადამიანის სიკვდილი.

ინტერნეტში გავრცელდა კადრები დარტყმისა, რომლის სამიზნე, სხვათა შორის, იყო ქალაქის ცენტრში მდებარე ავტობუსების გაჩერება. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

უკრაინის მედია იტყობინება, რომ ქალაქს ზალპური სარაკეტო სისტემა „გრადის“ მინიმუმ 20 ჯერი ესროლეს.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დარტყმის შესახებ ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა ნოემბერში დატოვეს ხერსონი, ქალაქს ხშირად უშენენ ცეცხლს, იყო მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

XS
SM
MD
LG