Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ზეწოლის მიუხედავად ფრონტის ხაზი უცვლელია


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფრონტის წინა ხაზსა და ყველაზე „ცხელი მიმართულებებით“ არსებული სიტუაცია გააცნეს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ და გენერლებმა, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს ხელმძღვანელობენ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში.

უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი დანაკარგის მიუხედავად რუსეთი არ წყვეტს ინტენსიურ შეტევებს, თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ მტრის შესაკავებლად. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები იყენებენ ყველა ტიპის იარაღს, მათ შორის ცრემლმდენ ყუმბარებსაც.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, მიუხედავად ზეწოლისა, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც ფრონტის მიმართულებებს იცავენ.

  • უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.
  • რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" არაერთი თვეა უშედეგოდ ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომელიც კრემლს სჭირდება იმის გამოსაცხადებლად, რომ დონბასი მთლიანად დაიპყრო.
  • 2023 წლის 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
XS
SM
MD
LG