Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპი გმობს "აბსურდულ და სასტიკ" ომს უკრაინაში, გამოდის მოწოდებებით ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებისკენ


რომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა, ფრანცისკემ 22 თებერვალს უკრაინაში ომს უწოდა "აბსურდული და სასტიკი", და გამოვიდა მოწოდებებით ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებებისკენ. პაპის განცხადებები ორი დღით უსწრებს წინ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავს, 24 თებერვალს.

ყოველკვირეულ გამოსვლაში ფრანსიცკემ თქვა, რომ ესაა "ნაღვლიანი წლისთავი" და დასძინა, რომ ის თავს "წამებული უკრაინელი ხალხის" ახლობლად გრძნობს.

პაპის თქმით, უკრაინაში "ჭეშმარიტი გამარჯვება ... ვერ დაეფუძნება ნანგრევებს".

XS
SM
MD
LG