Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება


ჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ბლოკის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. მისი თქმით, ეს საკითხი ძალზე მნიშვნელოვანი და სასწრაფოა.

მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი განიხილავს უკრაინისთვის შეიარაღების ერთიანი შესყიდვების შესაძლებლობას და ეძებს გზებს ევროპული სამხედრო მრეწველობის სიმძლავრეების გასაზრდელად.

როგორც BBC შენიშნავს, მოსალოდნელია, რომ უკრაინა გაზაფხულის შუა პერიოდში დაიწყებს შეტევას, მაგრამ არ არის ნათელი, რამდენად მასშტაბური აღმოჩნდება ის. შეტევის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ შეიარაღების მოცულობაზე, რომელსაც კიევი დასავლეთისგან იღებს. მაგრამ ჯერჯერობით ის შედარებით მცირეა, დაპირებული იარაღის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი კი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება მოხვდეს ფრონტზე.

„საგანგებო წესით მოგიწოდებთ ყველას, დააჩქაროთ ამუნიციის მიწოდებას, რის გადაცემა საკუთარი მარაგებიდან შეგიძლიათ. ფსონად დევს უკრაინის მომავლის ბედი,“ თქვა ჟოზეპ ბორელმა.

როგორც ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იტყობინება, ევროკავშირს სურს, უკრაინის საკითხში კონკრეტულ ნაბიჯებს მიაღწიოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე, რომელიც 7-8 მარტს გაიმართება სტოკჰოლმში.

XS
SM
MD
LG