Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირკუტსკიდან მობილიზებული აცხადებენ, რომ მათ ადგილობრივი დონეცკელი მეთაურები „სიკვდილზე უშვებენ"


კადრი ირკუტსტელი მობილიზებულების ვიდეომიმართვიდან
კადრი ირკუტსტელი მობილიზებულების ვიდეომიმართვიდან

რუსეთის ირკუტსკის რეგიონიდან მობილიზებულმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის სახელზე, რომელშიც თავიანთ სავალალო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მობილიზებულები, კერძოდ, აცხადებენ, რომ ისინი აღმოჩნდნენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელთა განკარგულებაში, რომლებიც მათ „სიკვდილზე“ გზავნიან, ხოლო შეტევაში გადასვლის ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ზურგში ტყვიამფრქვევებიდან ესვრიან.

ვიდეოში ხალხი თავიანთი პოლკის ნომერსაც ასახელებენ -1439. მანამდე ამ 1439-ე პოლკის მეორე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მსგავსი ვიდეომიმართვა უკვე ჩაწერეს. ჯარისკაცების თქმით, ახლა ეს ბატალიონი თითქმის მთლიანად განადგურებულია.

„მეთაურები პირდაპირ აცხადებენ, რომ ჩვენ სახარჯო მასალა ", - ამბობენ მობილიზებულები ვიდეომიმართვაში. თავდაპირველად მათ ჰპირდებოდნენ, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩარიცხავდნენ, მაგრამ ნაცვლად ამისა მათგან მოიერიშე რაზმები ჩამოაყალიბეს. ფრონტის ხაზზე მათ ავდეევკის გამაგრებული რაიონის იერიშით აღება უბრძანეს, როგორც ამტკიცებენ, ყოველგვარი საარტილერიო მხარდაჭერის, კომუნიკაციების, გამნაღმველებისა და დაზვერვის გარეშე.

ირკუტსკელი მობილიზებულებისთვის უცნობია მათი მეთაურების სახელები და წოდება, რადგან ისინი ხელქვეითებს არ ეცნობიან. სარდლობა, ჯარისკაცების თქმით, საბრძოლო მოქმედების არეალში არ იმყოფება და ფრონტზე არსებული ვითარება არ იცის. პოლკი, სამხედრო მოსამსახურეების ვიდეოჩვენების თანახმად, განიცდის მძიმე დანაკარგებს და უკვე მეექვსედ შეივსო ახალი მობილიზებულით.

სამხედროები ასევე თვლიან, რომ უაზროა მიმართვა ადგილობრივი სამხედრო პროკურატურისადმი, რომელიც მათ მეთაურებთან „შეკრულია“. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, რომ მიემართათ რუსეთის პრეზიდენტისადმი, როგორც უკანასკნელი ინსტანციისადმი. .

"სახლში დაბრუნების ერთადერთი გზა საბრძოლო ჭრილობის მიღებაა“, - ასკვნიან სამხედრო მოსამსახურეები.

  • თებერვლის დასაწყისში ერთ კვირის განმავლობაში ინტერნეტში გავრცელდა სამხედროების სამი ვიდეომიმართვა, რომელშიც მობილიზებულები ჩივიან დანაკარგებზე, სამსახურის ცუდ პირობებსა და ცემაზე.
  • კალინინგრადის რეგიონიდან მობილიზებულმა თორმეტმა სამხედრომ ცოტა ხნის წინ რეგიონულ ხელისუფლებას გაუგზავნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი თავიანთ მძიმე ყოფას აღწერენ და შველას ითხოვენ.
  • მანამდე ანალოგიური მიმართვა ირკუტსკის რეგიონიდან და სარატოვიდან მობილიზებულებმა ჩაწერეს. კიდევ ერთი მიმართვა შოიგუსა და პუტინის სახელზე ხუთ თებერვალს, სავარაუდოდ, ტუვის რესპუბლიკიდან მობილიზებულმა ჩაწერეს: მასში მამაკაცები იმ ცემისა და მუქარის შესახებ ჰყვებიან, რომელსაც ისინი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციისგან იღებენ.
  • 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზევე ომის გასაგრძელებლად. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევა გავრცელდება მოქალაქეებზე, რომლებიც არიან თადარიგში, პრიორიტეტი კი მიენიჭებათ მათ, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ფრონტზე გაგზავნამდე, მობილიზებულებმა შესაბამისი მომზადება უნდა გაიარონ.
  • მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები რეგულარულად იტყობინებიან ხელისუფლების მიერ გამოცხადებული წესების დარღვევისა და იმის შესახებ, რომ მრავალი მობილიზებული სამედიცინო შემოწმებასაც კი არ გადის. ოქტომბრის დამდეგიდან მედია თითქმის ყოველდღე იუწყება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მობილიზებულ მოქალაქეთა დაღუპვის ფაქტებზე.
XS
SM
MD
LG