Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ შვეიცარიას სთხოვა, დეფიციტის შესავსებად მიჰყიდოს მას საცავებში შენახული Leopard 2-ები


გერმანიამ თხოვნით მიმართა შვეიცარიას, მიჰყიდოს მას საცავებში შენახული Leopard 2 ტანკები. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა 3 მარტს. ეს გერმანიასა და სხვა ქვეყნებს ხელს შეუწყობდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში.

გერმანია შვეიცარიისგან ითხოვს, უკან მიჰყიდოს ტანკები მათ მწარმოებელ კომპანია Rheinmetall-ს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, შეავსოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში გაჩენილი დანაკლისი.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად Leopard-ებს უგზავნიან, არიან გერმანია, პოლონეთი, პორტუგალია, ფინეთი და შვედეთი და ამის გამო მათ საკუთარ შეიარაღებაში დეფიციტი უჩნდებათ.

XS
SM
MD
LG