Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ეკლესიასთან სასულიერო პირი დაჭრეს


შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

თბილისში, ნუცუბიძის დასახლებაში სასულიერო პირი ეკლესიასთან ახლოს დაჭრეს. 63 წლის კაცს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მამაო ამოვიდა მომზადებული წირვისთვის. დილას წირვა უნდა ჩაეტარებინა. როგორც კი გადმოვიდა მანქანიდან, ასეთი ფაქტი მოხდა, ზურგის არეში აქვს მიყენებული ოთხი ჭრილობა. 63 წლის ადამიანია, უკონფლიქტო, ტკბილი და თბილი ადამიანია, წინაპირობა ამას არ ჰქონია", - უთხრა კიდევ ერთმა სასულიერო პირმა ტელეკომპანია "იმედს".

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების კვალიფიკაციით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

XS
SM
MD
LG