მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამი სომეხი პოლიციელი დაიღუპა სროლაში აზერბაიჯანელი საბოტაჟის ჯგუფის მხრიდან შეტევის დროს, ხოლო ბაქო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ცდილობდა არ დაეშვა სომხების მანქანებით სეპარატისტულ რეგიონში იარაღის შეტანა.
"პოლიცია მანქანით მოძრაობდა ყარაბაღის მხრიდან ჩვენი პოლიციის სადგურის მიმართულებით" - აცხადებს მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი 5 მარტს და დასძენს, რომ მანქანაში არც იარაღი იყო და არც ტყვია-წამალი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "დღევანდელი ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ აზერბაიჯანს ესაჭიროება საკონტროლო გამშვები პუნქტის აგება" ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ მთავარ გზაზე.