Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტარქტიდის გარშემო ყინულოვანი საფარი სარეკორდოდ შემცირდა


საილუსტრაციო ფოტო: ანტარქტიდა
საილუსტრაციო ფოტო: ანტარქტიდა

ანტარქტიდის გარშემო ოკეანის ყინულოვანი ნაწილის ფართობი მინიმუმამდეა დასული დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს შელფური მყინვარების დნობა და მსოფლიო ოკეანის დონის ზრდა.

2023 წლის თებერვლის ბოლოსთვის ანტარქტიდის გარშემო ყინულოვანი საფრის ფართობი 1,79 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო. ზღვის ყინულის დნობის გამო ოკეანის ტალღები კონტინენტს სწვდება და ამცირებს მის ყინულოვან შელფს. მეცნიერთა მონაცემებით, ახლა ტალღებისთვის უკვე გახსნილია სანაპირო ხაზის ორი მესამედი. მრავალი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ ნახევარს შეადგენდა.

შელფური მყინვარების დნობა მსოფლიო ოკეანის დონის ამაღლების საფრთხეს ქმნის. მეცნიერთა განსაკუთრებულ განგაშს იწვევს მყინვარ ტუეიტსის სწრაფი დნობა. უკვე ამჟამად ის ყოველწლიურად უშვებს ზღვაში 50 მილიარდ ტონა ყინულს. თუკი მყინვარი მთლიანად გადნება, ოკეანის დონე ნახევარ მეტრზე უფრო მეტად ამაღლდება. მეცნიერთა აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდოა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მაგრამ მყინვარი ძალზე სწრაფად რეაგირებს გლობალურ დათბობაზე.

ანტარქტიდა დედამიწის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებიც განსაკუთრებით სწრაფად თბება. მასზე მყინვარები უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ოდესმე უკანასკნელი 5,5 ათასი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG