რუსეთმა სანქციები დაუწესა ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების, ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის 144 მოქალაქეს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს სამი ქვეყანა კიევის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერებს შორისაა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი პასუხია „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების და სხვა ზომების მხარდაჭერაზე, ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევასა და რუსოფობიური განწყობილების გაღვივებაზე" ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მხრიდან.
დაწერეთ კომენტარი