Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რათა მან მოიგოს ეს ომი“- ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის დახმარებას განაგრძობენ


რიში სუნაკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა პარიზში. 10 მარტი, 2023 წელი.
რიში სუნაკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა პარიზში. 10 მარტი, 2023 წელი.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, პარიზში შეხვედრის დროს, უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხზე შეთანხმდნენ. ეს დახმარება შეიარაღების მიწოდების გაგრძელებასა და საზღვაო ქვეითების წვრთნას შეეხება.

„როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენს კონტინენტს, ყოველთვის ვიქნებით დაცვის წინა ხაზზე... ჩვენ შევძლებთ გადამწყვეტი უპირატესობა მივანიჭოთ უკრაინას ბრძოლის ველზე, რათა მან მოიგოს ეს ომი“, - „ევრონიუსის“ ცნობით, ეს განცხადება გააკეთა რიში სუნაკმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ; ხოლო ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი“.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „დღევანდელი პრიორიტეტი სამხედრო ხასიათისაა“ და ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას მომავალი კონტრშეტევისთვის; ხოლო უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს „მდგრადი მშვიდობის“ მშენებლობისთვის, „უკრაინის მიერ შერჩეული პირობებით“.

10 მარტს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო მიგრაციის შეჩერების თემა განიხილეს - ბრიტანეთმა აიღო ფინანსური ვალდებულება მომავალი 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, ხოლო საფრანგეთი სანაპიროს კონტროლის მექანიზმებს გააძლიერებს.

იუწყებიან, რომ 2023 წლის პირველ 2 თვეში, მიგრანტების რიცხვი 82%-ით არის გაზრდილი, წინ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნაკადში, რომელიც, საფრანგეთის გავლით, ბრიტანეთისკენ მიემართება, ჭარბობენ მიგრანტები ავღანეთიდან, ერაყიდან და ერითრეადან.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უმაღლესი დონის შეხვედრა 2018 წლის შემდეგ არ გამართულა, ბრექსიტის ფონზე შექმნილი დაძაბულობის შემდეგ. შესაბამისად, ამ შეხვედრას საერთაშორისო მედია "ახალ დასაწყისად" მოიხსენიებს. მალე საფრანგეთსა და გერმანიას დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ც ეწვევა.

XS
SM
MD
LG