Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა ბრიუსელში


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ბრიუსელში 13 მარტს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა.

შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური. განხილული თემებისა და საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია შეხვედრის არცერთ მხარეს.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩავიდა. აშშ-ში ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა და მანამდე მონაწილეობდა ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა მდგომარეობის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.

სამუშაო შეხვედრები სალომე ზურაბიშვილმა თბილისში 7-9 მარტს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო შეწყვიტა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG