Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად


კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმის შედეგები. 2023 წლის 14 მარტი
კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმის შედეგები. 2023 წლის 14 მარტი

უკრაინულ ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იუწყება.

"რაკეტა კორპუსს მოხვდა. ნანგრევებიდან ოთხი დაჭრილი ამოიყვანეს. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ სამმა მოქალაქემ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღო", - ნათქვამია ანგარიშში.

პროკურატურა დასძენს, რომ გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციები, დგინდება დაზარალებულთა რაოდენობა.

კრამატორსკზე სარაკეტო იერიშს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა.

„ყველა იერიშს, რომელსაც უდანაშაულო ადამიანი ეწირება, უნდა მოჰყვეს მკვლელობის ჩამდენის კანონიერი და სამართლიანი დასჯა. და ეს ნამდვილად ასე იქნება", - ნათქვამია ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში.

გასული წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 13 მარტის ანგარიშის მონაცემებით, დაიღუპა 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა - 13 734.

სიკვდილის აღრიცხული შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია მოქმედების ფართო არეალის მქონე იარაღით, მძიმე საარტილერიო, ასევე საჰაერო თავდასხმების შედეგად.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს და ცეცხლს უშენს მხოლოდ იმ ობიექტებს, რომელთა სამხედრო მიზნებით გამოყენება ხდება.

XS
SM
MD
LG