Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ მორიგი რაკეტები გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით


საილუსტრაციო ფოტო: ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდა. 2017 წ. 5 ივლისი.
საილუსტრაციო ფოტო: ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდა. 2017 წ. 5 ივლისი.

ჩრდილოეთმა კორეამ მორიგი რაკეტები გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. ამის შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა იტყობინებიან.

სეულის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიიდან გაუშვეს მცირე რადიუსის ორი რაკეტა, იტყობინება სააგენტო Yonhap-ი. რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

იაპონიის ტელეარხმა NHK-მ გადმოსცა, რომ იაპონიის მთავრობა რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციას აგროვებს. მათი ფრენის მანძილი დაახლოებით 620 კილომეტრი იყო, სხვა მახასიათებლებზე ჯერჯერობით არ იტყობინებიან.

ჩრდილოეთმა კორეამ რაკეტები გაუშვა სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნის დაწყებიდან მეორე დღეს. კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რაკეტები უკანასკნელად გაუშვა 12 მარტს. ეს იყო ორი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც წყალქვეშა ნავებიდან გაისროლეს. ხომალდი ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ ნაპირებთან, იაპონიის ზღვაში იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG